სიახლეები
11 ივნისი
2020

თავშესაფრიდან ჩუქდება ჰასკის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება ივანოვის ქუჩიდან (ავჭალა) შემოყვანილი ჰასკის მეტისი.

ჯიში: ჰასკის მეტისი

ასაკი: 3-4 წლის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: თეთრი, ჩალისფერი ლაქებით

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 577 95 85 55)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია