რეგისტრაცია

რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია? 

რა შემთხვევაში ითვლებით ცხოველის კანონიერ მეპატრონედ და როგორ უნდა დაიზღვიოთ თავი მისი დაკარგვის შემთხვევაში?

იხილეთ: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია

რეგისტრაცია
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
თქვენ მიერ აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას. რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • ცხოველის რეგისტრაცია უფასოა და  გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხოველის რეგისტრაციისას სავალდებულოა მისი იდენტიფიკაცია. 
 
იდენტიფიკაცია
 
არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას.
 
იდენტიფიკაციის საშუალებებია:
ა. ჩიპირება 
ბ. ტატუირება
გ. ყურზე საჭდის მიმაგრება და ყელსაბამი 
 
სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველის იდენტიფიკაციის საფასური: 

ჩიპირება:

თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი

მისამართზე - 32 ლარი

ტატუირება:

თავშესაფარში - 1 ლარი

ყურზე საჭდის მიმაგრება:

თავშესაფარში - 3 ლარი

 

  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.

 
! ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ). 
! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
 
  • რეგისტრაციის პროცედურები ცხოველის მიკედლების შემთხვევაში, იხილეთ ბმულზე. მიკედლება.docx
  • ცხოველთა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეტალები იხილეთ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“ მე-5 მუხლში (იხილეთ ბმული ცხოველების_(ძაღლი,_კატა)_მოვლა-პატრონობის_და_მათი_პოპულაციების_მართვის_წესი.pdf).
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პატრონიანი ძაღლების და კატების რეგისტრაციის, ასევე პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების საკონტროლო რეგისტრაციის წარმოების უფლებამოსილების მქონე დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე მარეგისტრირებლების_სია.pdf