ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ჰუმანური და ეფექტური მეთოდით - კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციების საშუალებით ახდენს, რომელიც ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს.
კასტრაცია-სტერილიზაცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში რეგიონში საუკეთესო ექიმი-ვეტერინარები მუშაობენ, რომელთაც კასტრაცია-სტერილიზაციის ათასობით ოპერაცია აქვთ ჩატარებული და ასობით ცხოველი ჰყავთ გადარჩენილი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის ვირუსის პრევენციის მიზნით, მიუსაფარი ცხოველების უფასო ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებს. ამასთან, უზრუნველყოფს ცხოველების ყოველწლიურ რევაქცინაციას.
როგორც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლებს, ასევე, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 112- ზე და მასთან ერთად თავიანთი მიკედლებული ან მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების რევაქცინაციის პროცესი დაგეგმონ.
ყოველწლიური რევაქცინაცია ძაღლებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.
ფოტო გალერია:
https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710047519482
https://www.facebook.com/media/set/?set=a.981052211154896&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1028876949705755&type=3
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ განსაცდელში მყოფ ცხოველებს.
2025 წელს მაშველებმა 402 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და 500-მდე ცხოველი გადაარჩინეს.
განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 112- ის საშუალებით.
ფოტო გალერია:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1029951712931612&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1064902696103180&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1079797224613727&type=3
https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/with/72157710702410846
ვიდეო გალერია:
https://www.facebook.com/reel/1348725983286046
https://www.facebook.com/reel/1028403743397231
https://www.facebook.com/reel/1345873894058815
https://www.facebook.com/reel/1467405058470353
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს.
პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
პრეზენტაციაზე მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
- რა უფლებები აქვს ცხოველს;
- მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
- რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
- რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
- რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;
- როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
- ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
- მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის ფარგლებში, ხდება მოსწავლეებისათვის მოკლემეტრაჟიან ფილმების ჩვენება და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსჯელობა.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - ,,ცხოველების მეგობარი“.
ფოტო გალერია:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1011497421443708&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1023507360242714&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1033306785929438&type=3
https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710045578122
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის მასშტაბით პერიოდულად ატარებს ძაღლებისა და კატების გაჩუქების აქციებს. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება შესაბამისი წესების დაცვით. თუ დაკარგულის სტატუსით შემოსული ცხოველის პატრონის მოეძიება ვერ მოხდება, კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ცხოველისათვის ახალი პატრონოს მოძიების მიზნით ახდენს ინფორმაციის განათავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებზე, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოინახულოს თავშესაფარში მყოფი ცხოველები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, სასურველი ცხოველი ჩუქების წესით გაიყვანოს თავშესაფრიდან.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავშესაფრიდან 2025 წელს - 450, ხოლო, მიმდინარე წელს - 340 ცხოველი (ძაღლი, კატა) გააჩუქა.
ფოტო გალერია:
http://ama.gov.ge/animals?type=adopted
https://www.facebook.com/media/set/?set=a.790650043528448&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.776440614949391&type=3
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლებს დგამს. სახლების დადგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცხოველების მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება.
სააგენტო მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს, სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აღნიშნულ პროექტში ჩართულობისაკენ მოუწოდებს.
ფოტო გალერია:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.997979759462141&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.845387781388007&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.812940371299415&type=3
https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710047128927
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყოველწლიურად ტემპერატურის მატებასთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით, ტერიტორიების რეპელენტით (ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ხსნარით) დამუშავებას იწყებს.
სააგენტოს საქმიანობის მიზანია, ერთი მხრივ, მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან მომდინარე საფრთხისაგან და მეორე მხრივ, ქალაქის ტერიტორიაზე მოხვედრილი ქვეწარმავლების უსაფრთხოდ დაჭერა და მათი ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე დაბრუნება.
დედაქალაქში მოხვედრილი გველები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არაშხამიანი და სრულიად უსაფრთხოა.
გველის შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ის საშუალებით და სააგენტოს ჰერპეტოლოგები ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას.
წელს კლიმატური პირობების არასტაბილურობისა და შედარებით დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით გამოძახებების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ფოტო გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710047723607
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები თბილისის ქუჩებში პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს ახორციელებენ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე, სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე;
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება;
უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში;
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;
ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით, კერძოდ ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.
იხილეთ ვრცლად:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6794439?publication=0
ფოტო გალერია:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.999705949289522&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1022647286995388&type=3
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1046879187905531&type=3
https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710029549317