დასრულებული პროექტები



• მუნიციპალური
თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.  

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით. შენობები უზრუნველყოფილია  სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით.

ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრა.

პოპულაციის მართვის ახალმა ცენტრმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავშესაფრის გამტარუნარიანობა და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა.   


 

  • საინფორმაციო კამპანია ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით

 

ცხოველების სტერილიზაციისა და რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიას ჩაატარა.

 

კამპანიის ფარგლებში, სააგენტომ აღნიშნულ დაწესებულებებში საინფორმაციო ხასიათის პოსტერები განათავსა. ამასთან, ბიზნეს სუბიექტები თავიანთ მომხმარებლებთან აღნიშნულ საკითხებზე სწორი კომუნიკაციის წარმოებაშიც ჩაერთნენ.




 

  • მიუსაფარი ცხოველებისათვის კვების აპარატების დადგმა

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, დედაქალაქში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. პირველ ეტაპზე, აპარატები სამ ლოკაციაზე - რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განთავსდა. 

 

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

 

მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

 

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. 

 

ფოტო გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710045754297



 

  • საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“

 

საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ ჩატარდა. 

 

საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერები: https://www.youtube.com/watch?v=s0X8rOzjssM&list=PLfQ25MAhQLN4tVHNJG4GIVdjLiSwzUkc-
ფოტო გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710702368926




 

 

  • სამაშველო ოპერაციები

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ განსაცდელში მყოფ ცხოველებს. 

2018 წელს მაშველებმა 420 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და 500-მდე ცხოველი გადაარჩინეს.
განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 032 2 421 424ფოტო

გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/with/72157710702410846 
ვიდეო გალერია: https://www.youtube.com/channel/UCl4Y-hkNk9n1yoKwd8IuPsg/videos

 

 


• თანამშრომლობა
 ვეტერინარულ კლინიკა „ვეტ ჰაუსთან“

 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ვეტერინარულ კლინიკა „ვეტ ჰაუსთან“, ურითიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი პროექტი განახორციელა, რომელიც სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად ჩატარებასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, ტრავმირებულ ცხოველებთან დაკავშირებით დახმარებას და მათთვის გადაუდებელი მომსახურების გაწევას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ვეტერინარული კლინიკა ,,ვეტ ჰაუსის“ დამფუძნებელმა და მთავარმა ექიმმა დმიტრო იარემენკომ, სტაციონარის ექიმმა-ვეტერინარმა და ზოოტექნიკოსებმა მოინახულეს და სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამომავლო ღონისძიებები დაგეგმა.



• ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში კატებისთვის განკუთვნილი ახალი შენობა აშენდა.


ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში აშენდა და მოეწყო კატებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელსაც აქვს სპეციალური ღია სივრცე.

ახალ შენობაში განთავსებულია უჟანგავი, ჰიპოალერგიული მასალებისგან დამზადებული 30 იზოლირებული ვოლიერი.

შენობა უზრუნველყოფილია გათბობის სისტემითა და დაავადებების კონტროლის მიზნით, დაყოფილია სივრცეებად, ასევე, გამოყოფილია საკარანტინო ზონა დაავადებული ფისოებისთვის.



  • საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები თბილისის სკოლებში (X-XII კლასები)

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილები ჩაატარა.

 

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
  • რა უფლებები აქვს ცხოველს;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდები;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები;
  • ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიან ფილმებს უყურეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა 5-7 მოსწავლისაგან შედგენილი ,,საბჭო“ აირჩიეს, რომლის მიღებული ინფორმაციაც შემდგომში უმცროსკლასელ მოსწავლეებს გაუზიარეს და სააგენტოსთან კოორდინაციით, სხვადასხვა სასარგებლო აქტივობა დაგეგმეს.

აღნიშნული გაკვეთილების ჩატარების მიზანს მოზარდებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ფოტო გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710045690012 

https://www.facebook.com/pg/AdminAMA/photos/?tab=album&album_id=2183920085022783

 



  • მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებისათვის ხორცპროდუქტების გადაცემა

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ,,ვესტ ინვესტი", მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად, მათ მიმკედლებლებს გაყინული ხორცპროდუქტები გადაეცათ. 

 

აღნიშნული ინიციატივით, კომპანიამ სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა აიღო და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის პრეცედენტი შექმნა.

 

ფოტო გალერია: https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums/72157710702410846






• თბილისში ბინადარი უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენის პროექტი

სააგენტოსთვის ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების რიცხოვნობის დადგენა, რადგან სწორედ ამ ციფრებზეა დამოკიდებული პრობლემის შინაარსის, მოცულობის, რისკებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების ადეკვატური სტრატეგიის შემუშავება.

თბილისში ბინადარი უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობა - 2015 წ. ნოემბერი (იხილეთ მიბმული ფაილი): საბოლოო შედეგი.xlsx

ფოტო გალერეა იხილეთ ბმულზე: www.flickr.com