თავშესაფარი

ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) და ახორციელებს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და პოპულაციების კონტროლის უზრუნველსაყოფად. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში შექმნილია დამაკმაყოფილებელი პირობები იმ ფუნქციების სრულფასოვნად შესასრულებლად, რომლებიც მას აკისრია. თავშესაფარში ტარდება ლაბორატორიული კვლევები და ვეტერინარული მანიპულაციები, საკარანტინო ვოლიერები იზოლირებულია საერთო განთავსების ვოლიერებისგან, ასევე გამოყოფილია ცხოველების გასასეირნებელი სივრცე.

გთხოვთ იხილოთ ბმული

https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums