სიახლეები
03 სექტემბერი
2020

თავშესაფრიდან ჩუქდებიან ლეკვები

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ვარკეთილიდან შემოყვანილი მეტისი ლეკვები.

ჯიში: მეტისი

ასაკი: 1.5 თვის

ლეკვების სქესი: ორი ხვადი და ერთი ძუ (გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით)

ფერი: ყავისფერი, მუქი წითური და ჩალისფერი თეთრი გულით

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია