სიახლეები
11 იანვარი
2021

თავშესაფრიდან ჩუქდებიან მეძებრის მეტისი ლეკვები

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ველის სასაფლაოს ტერიტორიიდან შემოყვანილი მეძებრის მეტისი ლეკვები.

ჯიში: მეძებრის მეტისი

ასაკი: 3 თვის

ლეკვების სქესი: 3 ხვადი და 2 ძუ (გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით)

ფერი: ჩალისფერი თეთრით, შავი, შავი თეთრი და რუხი ლაქებით

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა


 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია