სიახლეები
16 სექტემბერი
2021

თავშესაფრიდან ჩუქდება პიტ ბულის ან პიტ ბულის მეტისი ლეკვი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილი პიტ ბულის ან პიტ ბულის მეტისი ლეკვი.

ჯიში: პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი

ასაკი: 5-6 თვის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: რუხი

ჯანმრთელობის მდგომარეობა: სავარაუდო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ძაღლმა თავშესაფარში სრული რეაბილიტაცია გაიარა. ჩაუტარდა თვალის ენუკლიაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია