თავშესაფრიდან ჩუქდება აკიტას მეტისი ლეკვი
მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება თვალჭრელიძის ქუჩიდან (ვარკეთილის მეურნეობა) შემოყვანილი აკიტას მეტისი ლეკვი.
ჯიში: აკიტას მეტისი
ასაკი: 3-4 თვის
სქესი: ძუ (ჩუქდება სტერილიზაციის ვალდებულებით)
ფერი: წითური ჩალისფერში
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია