სიახლეები
17 მარტი
2023

დაბინავებული ცხოველების მონიტორინგი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავშესაფრიდან სხვადასხვა პერიოდში გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის ჯგუფმა ცხოველების მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები შეამოწმა.

სააგენტო თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებს.

გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ცხოველების ფოტოები, რომელთა მეპატრონეებმაც გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია:

იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.