სიახლეები
04 მაისი
2023

თავშესაფრიდან ჩუქდებიან კნუტები

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან კუმისის ქუჩიდან შემოყვანილი მეტისი კნუტები.

ჯიში: მეტისი

ასაკი: 1 თვემდე

სქესი: ძუ (გაჩუქდებიან სტერილიზაციის ვალდებულებით)

ფერი: შავ-თეთრი და თეთრი რუხი ლაქებით

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია