სიახლეები
03 ნოემბერი
2023

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან პიტ ბულის მეტისი ლეკვები

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან პიტ ბულის მეტისი ლეკვები , რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვიტოვეს. არიან ჭიაზე დამუშავებულები და გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით.

ლეკვები ამჟამად თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ თავშესაფრის თანამშრომლები კვებავენ.


გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი და დაგვეხმარეთ მათთვის მზრუნველი პატრონის მოძიებაში.


ჯიში: პიტბულის მეტისი

ასაკი: 2 თვემდე

სქესი: სამი ძუ და ერთი ხვადი

ფერი: თეთრი, წითერი თეთრში და თეთრი ვეფხვისებრ ყავისფერში

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია