სიახლეები
13 თებერვალი
2024

თავშესაფრიდან ჩუქდება ვეიმარანელი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება დადიანის ქუჩიდან (ლოტკინი) შემოყვანილი ვეიმარანელი.

ჯიში: ვეიმარანელი

ასაკი: 1-2 წლის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: ნაცრისფერი

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის . 45

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია