სიახლეები
14 აპრილი
2024

თავშესაფრიდან ჩუქდება კოკერი ან კოკერის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება ამაღლების ქუჩიდან შემოყვანილი კოკერი ან კოკერის მეტისი.

ჯიში: კოკერი ან კოკერის მეტისი

ასაკი: 3-4 წლის

სქესი: ძუ

ფერი: წითური

განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია