თავშესაფრიდან გაჩუქდა პიტბულის მეტისი
მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა სერგო ზაქარიაძის ქუჩიდან (საბურთალო) შემოყვანილი პიტბულის მეტისი.
ჯიში: პიტბულის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი (სტერილური)
ფერი: თეთრი წითური ლაქებით
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია