სიახლეები
26 ივნისი
2026

თავშესაფრიდან ჩუქდება პიტ ბული

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება პიტ ბული.

ჯიში: პიტ ბული
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ხვადი (სტერილური)
ფერი: თეთრი

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია