თავშესაფრიდან ჩუქდება მალტიპუ ან მალტიპუს მეტისი
მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება მალტიპუ ან მალტიპუს მეტისი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, შემგროვებლობის მიზეზით, დაექვემდებარა სავალდებულო კონფისკაციას.
ჯიში: მალტიპუ ან მალტიპუს მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ძუ
ფერი: თეთრი
ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაავადებული
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია