დაკარგული კატა თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ივანე მაჩაბლის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული მეტისი კატა.
ჯიში: მეტისი კატა
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: შავი (თეთრი საყელოთი)
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, კატა გაჩუქდება 16 ოქტომბრიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის 112-ის საშუალებით და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და გარემოებების შესახებ).
- იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.
- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.