სიახლეები
11 ნოემბერი
2026

დაკარგული ორი ცხენი და ერთი კვიცი თავშესაფარშია

მუნიციპალურ თავშესაფარში მეგობრობის ქუჩიდან  შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ორი ცხენი და ერთი კვიცი.

ჯიში: ადგილობრივი

ასაკი:  5-6,1 -2, 5-6 წლისები

ფერი: თეთრ, წითური, წითური.

სქესი: ულაყი,ფაშატი, ფაშატი

 

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა


მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!

ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.

პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:

მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.

პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.