სიახლეები
29 ივნისი
2016

ბალონკის ჯიშის დედა და შვილი

მუნიციპალურ თავშესაფარში სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ჩააბარა ბალონკის ჯიშის ძაღლები - დედა და შვილი. ძაღლები არიან თბილი და მოსიყვარულე, საოცრად განიცდიან პატრონთან განშორებას და სასწრაფოდ საჭიროებენ ახალ ოჯახს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და აჩუქოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს თბილი სახლი. მათ ჯერ კიდევ აქვთ კეთილი ადამიანების იმედი.