სიახლეები
26 ივნისი
2017

კვერნები დაუბრუნდნენ ბუნებრივ არეალს

      ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიღებული შეტყობინების თანახმად დაბა წყნეთის მოსახლეობა გამოხატავდა უკმაყოფილებას მათ ეზოებში და რიგ შემთხვევებში  საცხოვრებელ სახლებში კვერნების შესვლის გამო, რომლებიც ანადგურებდნენ როგორც შინაურ ფრინველს ასევე საფრთხეს უქმნიდნენ მოსახლეობას. დამატებით აღინიშნა რომ ერთერთი კვერნა ჩავარდნილი ( გაჭედილი ) იყო საცხოვრებელი სახლის კედლის ზედა ნაწილში და ვერ ახერხებდა ამოსვლას.  მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მოობილურმა ჯგუფებმა შეძლეს კვერნის უვნებლად ამოყვანა, ასევე რამდენიმე დღიანი ღონისძიებების შედეგად დაჭერილ იქნა 2 კვერნა რომლებიც დაუბრუნდნენ ბუნებრივ არეალს მოსახლეობისგან მოშორებით.