სიახლეები
03 მაისი
2018

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა ნაგაზის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან მეორედ გაჩუქდა 4 აპრილს ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონიდან შემოყვანილი ნაგაზის მეტისი.

პირველად, ის რამდენიმე დღის წინ, კერძო ტერიტორიის დაცვის მიზნით იჩუქეს, თუმცა იმ დღესვე უკან დააბრუნეს, რადგან, მჩუქებელის თქმით, ის საერთოდ არ ამჟღავნებდა დაცვისათვის საჭირო აგრესიას. ახლა კი ნაგაზის მეტისს ახალი პატრონი ყავს, რომელმაც ის სწორედ თვინიერი და მეგობრული ხასიათის გამო აიყვანა.