სიახლეები
08 ივნისი
2018

,,გაჩუქება კარდაკარ" პროგრამის ფარგლებში გაჩუქდა ლეკვი

,,გაჩუქება კარდაკარ" პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მუნიციპალური თავშესაფრიდან ლეკვი იჩუქა. ის კომპანიის თანამშრომლებს უკვე გაეცნო, სახელი ლედიც მოიხდინა და დიდ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე დაიდო ბინა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო ორგანიზაციებისა და ბიზნესის მხრიდან ცხოველებზე ზრუნვას მიესალმება.