სიახლეები
08 იანვარი
2019

გლდანის პირველ მიკრორაიონში მიუსაფარი ძაღლისათვის ხის სახლი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის პირველ მიკრორაიონში მიუსაფარი ძაღლისათვის ხის სახლი დადგა. ამ სახლში დღეიდან ლესი დაიდებს ბინას.

ლესი ორიოდე კვირის წინ ავარიაში მოყვა და უკანა კიდურებში მგრძნობელობა თითქმის დაკარგული ჰქონდა. თავშესაფარში ორკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ კი, ის თავის ახალ სახლში საკუთარი ფეხით შევიდა.