სიახლეები
06 თებერვალი
2019

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლა ,,ოლიმპში“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლა ,,ოლიმპში“ ჩატარდა.

გაკვეთილს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დაესწრნენ, რომელთაც შინაური ცხოველების უფლებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს.

მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და თავიანთი შინაური ცხოველების შესახებ საინტერესო ისტორიები ერთმანეთს გაუზიარეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.