სიახლეები
07 თებერვალი
2019

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში

გაკვეთილს მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელთაც მიუსაფარი ცხოველების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს. ბავშვებმა თავშესაფრიდან ცხოველის აყვანისა და პატრონის ვალდებულებების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და დისკუსია გამართეს.

მოსწავლეებმა მუნიციპალურ თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებისადმი მზრუნველობის საკუთარი მაგალითები გაუზიარეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.