სიახლეები
13 თებერვალი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და საერთაშორისო ასოციაცია „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და საერთაშორისო ასოციაცია „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულება, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების დიროფილარიოზზე გამოკვლევას ითვალისწინებს. დიროფილარიოზი ტრასმისიული ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ძაღლებში მსოფლიო მასშტაბით არის გავრცელებული. 


კვლევის პროცესი, როგორც თავშესაფრის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიისა და სომხეთის სურსათის უსაფრთხოების რისკის შეფასებისა და ანალიზის სამეცნიერო ცენტრის ჩართულობით წარიმართება.


პროექტის საბოლოო მიზანია, სამხრეთ კავკასიაში დიროფილარიათა სახეობების იდენტიფიკაცია და რეგიონალური გავრცელების სტატისტიკის შესწავლა.