სიახლეები
15 თებერვალი
2019

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლა “ლამპარში“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლა “ლამპარში“ ჩაატარა, რომელსაც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა ძაღლების სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვებმა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.