სიახლეები
19 თებერვალი
2019

კრწანისისა და დიდუბის რაიონებში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კრწანისისა და დიდუბის რაიონის ბინადარ მიუსაფარ ძაღლებს ხის სახლები დაუდგა.

ორი სახლი კრწანისის რაიონში, დამეგობრებული ქალაქების სკვერსა და კრწანისის ქუჩის 16 ნომერში განთავსდა, ხოლო ერთი სახლი დიდუბის რაიონში, ბრატისლავას სახელობის სკვერში დაიდგა.

მიუსაფარი ძაღლებისათვის განთავსებული სახლები კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მოინახულეს.

ამ ეტაპზე ქუჩის ცხოველებისათვის სახლები 10 მისამართზე განთავსდება