სიახლეები
22 თებერვალი
2019

მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად კომპანია „ვესტ ინვესტი“ განაგრძობს აქციას, რომლის ფარგლებშიც ქუჩის ცხოველების მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიამ გაყინული ხორცპროდუქტები განმეორებით 16 მიმკედლებელს გადასცა.

აღნიშნული ინიციატივით, ,,ვესტ ინვესტი“ მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის პრეცედენტს ქმნის და სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს.

კომპანია მიმკედლებლებისათვის პროდუქტების გადაცემას პერიოდულად გააგრძელებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ ,,ვესტ ინვესტის“ ჰუმანურ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან.