თავშესაფრიდან ბალონკას მეტისი მიიკედლეს
მუნიციპალური თავშესაფრიდან ბალონკას მეტისი მიიკედლეს. წლების განმავლობაში პატრონის მზრუნველობის გარეშე ქუჩაში დარჩენილი ბალონკას მეტისი თავშესაფარში ერისთავის ქუჩიდან (კოჯორი), შეტყობინების საფუძველზე შემოიყვენას. აქ ცხოველს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, გასუფთავდა, გასტერილდა და აიცრა.
დღეს კი, ის თავის საცხოვრებელ ტერიტორიას დაუბრუდა, სადაც უკვე მასზე მზრუნველი ადამიანი ელოდა. მოქალაქემ, რომლის შეტყობინების საფუძველზეც ბალონკას მეტისს დახმარება ამოვუჩინეთ, ცხოველი მიიკედლა და მის მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა.
ჯიში: ბალონკას მეტისი
სქესი: ხვადი
ასაკი: 3-4 წლის
ფერი: თეთრი