სიახლეები
20 ნოემბერი
2019

თავშესაფრიდან ჩუქდება ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება პატრონის მიერ ჩაბარებული ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი.

ჯიში: ეპანიოლი ან ეპანიოლის მეტისი

ასაკი: 1 წლის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: თეთრი, წითური ლაქებით

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია