სიახლეები
18 დეკემბერი
2019

თავშესაფრიდან ჩუქდება ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება პეტრე-პავლეს სასაფლაოს ტერიტორიიდან შემოყვანილი ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი.

ჯიში: ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი

ასაკი: 2-3 წლის

სქესი: ხვადი (სტერილური)

ფერი: ჩალისფერი, ზურგზე მუქი ჩალისფრით

პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია