სიახლეები
05 იანვარი
2020

თავშესაფრიდან ჩუქდება კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი ლეკვი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება აღმაშენებლის ხეივნიდან შემოყვანილი კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი ლეკვი.

ჯიში: კურცჰაარი ან კურცჰაარის მეტისი

ასაკი: 5-6 თვის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: ყავისფერი, რუხი ლაქებით

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 5 77 95 85 55)

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია