სიახლეები
13 თებერვალი
2020

თავშესაფრიდან ჩუქდება კანე კორსო ან კანე კორსოს მეტისი

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება კ. მარჯანიშვილის ქუჩიდან (გლდანი) შემოყვანილი კანე კორსო ან კანე კორსოს მეტისი.

ჯიში: კანე კორსო ან კანე კორსოს მეტისი

ასაკი: 2-3 წლის

სქესი: ძუ (სტერილური)

ფერი: შავი

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71 (შაბათ-კვირას 5 77 95 85 55)

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია