თავშესაფრიდან ჩუქდება ექვსი ლეკვი
მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება ვოლსკის ქუჩიდან (კრწანისი) შემოყვანილი ექვსი მეტისი ლეკვი.
ჯიში: მეტისი
ასაკი: 3 თვემდე
სქესი: ძუ და ხვადი (გაჩუქდება სტერილიზაციის გარანტიით)
ფერები: ორი წითური, ორი თეთრი წითური ლაქებით და ჩალისფერი შავში
ჩუქების მსურველებმა დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - (32) 242 11 71, 5 77 95 85 55
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია