რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია?
რა შემთხვევაში ითვლებით ცხოველის კანონიერ მეპატრონედ და როგორ უნდა დაიზღვიოთ თავი მისი დაკარგვის შემთხვევაში?
იხილეთ: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია
რეგისტრაცია
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
თქვენ მიერ აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას. რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხოველის რეგისტრაციისას სავალდებულოა მისი იდენტიფიკაცია.
იდენტიფიკაცია
არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას.
იდენტიფიკაციის საშუალებებია:
ა. ჩიპირება
ბ. ტატუირება
გ. ყურზე საჭდის მიმაგრება და ყელსაბამი
სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველის იდენტიფიკაციის საფასური:
ჩიპირება: თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი მისამართზე - 32 ლარი |
ტატუირება: თავშესაფარში - 1 ლარი |
ყურზე საჭდის მიმაგრება: თავშესაფარში - 3 ლარი
|
! ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ).
! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.