დაკარგული ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ქინძმარაულის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ნაგაზის მეტისი.
ჯიში: ნაგაზის მეტისი
ასაკი: 4 წლამდე
სქესი: ხვადი
ფერი: ჩალისფერი, რუხი ცხვირით
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71, 577 95 85 55
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 18 ივნისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია