• კანონმდებლობის თანახმად, რა ვალდებულებები აქვს ცხოველის პატრონს?
იხილეთ ბმული -პატრონის ვალდებულებები
პატრონის ვალდებულებები - რა უნდა იცოდეს თითოეულმა მეპატრონემ
• რა არის კასტრაცია-სტერილიზაცია?
კასტრაცია-სტერილიზაცია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ერთადერთი ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომელიც ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს.
კასტრაცია - ხვადი ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა.
სტერილიზაცია - ძუ ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა.
იხილეთ: კასტრაცია და სტერილიზაცია
• რატომ უნდა გავასტერილოთ ცხოველი?
კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ:
• რა ღირს ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია?
მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უფასოდ ახორციელებს. ხოლო პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში, მომსახურების საფასურია:
კასტრაცია - 80 ლარი
სტერილიზაცია - 100 ლარი
• რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია?
რეგისტრაცია
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ პატრონად ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი.
თქვენს მიერ აყვანილი ცხოველის რეგისტრაციისათვის არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ცხოველის რეგისტრაცია უფასოა და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის რეგისტრაციისას სავალდებულოა ცხოველის იდენტიფიკაცია. (იხილეთ ველი - იდენტიფიკაცია)
იხილეთ: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია
• როგორ უნდა დავარეგისტრირო ცხოველი?
ცხოველის რეგისტრაციისათვის საჭიროა, მეპატრონემ, ცხოველთან ერთად, მიმართოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ ვეტერინარულ დაწესებულებას.
• რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ცხოველი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9-11 დადგენილების მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია, მოახდინოს თავის მფლობელობაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.
ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.
• იდენტიფიკაცია
ცხოველის პატრონი ვალდებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას, ასევე მოახდინოს ცხოველის იდენტიფიკაცია, ჩიპირებით (კანქვეშ მიკროჩიპის ინპლანტაცია).
სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის საფასური:
თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი
მისამართზე - 32 ლარი
• როგორ დავარეგისტრირო ცხოველი, რომლის იდენტიფიკაციაც მოხდა საზღვარგარეთ?
საზღვარგარეთ იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისათვის, თქვენს ცხოველთან ერთად, უნდა მიმართოთ სააგენტოს ან სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოს, სადაც შემოწმდება არის თუ არა თქვენი ცხოველი იდენტიფიცირებული (ჩიპირებული) და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაცია არის უფასო.
• რა პროცედურებს ახორციელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ, ცხოველის პატრონის მოძიების მიზნით?
მუნიციპალურ თავშესაფარში, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის გადაყვანის შემდეგ, პატრონის მოძიების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია იდება სააგენტოს ელექტრონულ გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.
10 კალენდარული დღის შემდეგ, თუ ცხოველს პატრონმა არ მოაკითხა, სააგენტო ზრუნავს მის გაჩუქებაზე და ამჯერად, შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონულ გვერდზე გასაჩუქებელი ცხოველების ველში გამოქვეყნდება. ამდენად, 10 დღის შემდეგ, ცხოველს უტარდება კასტრაცია/სტერილიზაცია და მისი აყვანის მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, გაჩუქდება. სხვა შემთხვევაში, სააგენტოს მისი ბუნებრივ არეალში გაშვება მოუწევს.
• რა არის და როგორ ხდება ცხოველის მიკედლება?
მიკედლებული ცხოველის სტატუსი ენიჭება ამავე სტატუსით რეგისტრირებულ, ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარ ცხოველს, რომლის მეთვალყურეობას ცხოველის მიმკედლებელი ახორციელებს.
მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში მიმკედლებლის) მიმართვის საფუძველზე ახორციელებს.
ცხოველის მიმკედლებელი არის ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აღებული აქვს ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებასა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე, მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე;
• როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?
მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა პერმანენტულად ქვეყნდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე, გასაჩუქებელი ცხოველების ველში. იხილეთ ბმული: გასაჩუქებელი ცხოველები
ამდენად, ცხოველი შეგიძლიათ შეარჩიოთ დისტანციურად, შემდეგ დაუკავშირდეთ მუნიციპალურ თავშესაფარს - ნომერზე 032 2 421 171, აცნობოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ და ცხოველის წაყვანის დროზე შეუთანხმდეთ ან მიაკითხოთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და ადგილზე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ცხოველი.
მუნიციპალური თავშესაფრის მისამართია: თვალჭრელიძის 45ა.
• რა მიზეზით შეიძლება გადაიყვანოთ ცხოველი თავშესაფარში?
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალურ თავშესაფარში უნდა გადაიყვანოს: