დაკარგული ნაგაზის მეტისი ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ნიაბის შესახვევიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ნაგაზის მეტისი ლეკვი.
ჯიში: ნაგაზის მეტისი
ასაკი: 5 თვემდე
სქესი: ძუ
ფერი: თეთრი, წითური ყურებით
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71, 577 95 85 55
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ლეკვი გაჩუქდება 16 აგვისტოდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია