დაკარგული გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ბორჩალოელის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი.
ჯიში: გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: შავი ჩალისფერში
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71, 577 95 85 55
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 4 სექტემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია