სიახლეები
10 აპრილი
2021

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა ჰასკის ლეკვი

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა გურჯაანის ჩიხიდან შემოყვანილი ჰასკის მეტისი ლეკვი.

ჯიში: ჰასკის მეტისი

ასაკი: 2-3 თვის

სქესი:ხვადი (გაჩუქდება სტერილიზაციის გარანტიით)

ფერი: შავი, თეთრი ცხვირით და გულით

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია

სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?   რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?