თავშესაფრიდან ჩუქდება გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი
მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდება გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) შემოყვანილი გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი.
ჯიში: გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ (სტერილური)
ფერი: წითური შავში
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია