დაკარგული სიამის მეტისი კატა თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული სიამის მეტისი კატა.
ჯიში: სიამის მეტისი
ასაკი: 2 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ღია ჩალისფერი
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, კატა გაჩუქდება 19 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია