დაკარგული მინი პინჩერი ან მინი პინჩერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ბატონიშვილის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული მინი პინჩერი ან მინი პინჩერის მეტისი.
ჯიში: მინი პინჩერი ან მინი პინჩერის მეტისი
ასაკი: 1 წლის
სქესი: ძუ
ფერი: შავი, წითურში
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 27 ივლისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია