დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში თემქიდან (თბილისის ზღვის ცენტრალური შესასვლელიდან) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი.
ჯიში: ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ღია ჩალისფერი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 4 აგვისტოდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია