დაკარგული ბელგიური ნაგაზი ან ბელგიური ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მარჯანიშვილის ქუჩიდან (მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ბელგიური ნაგაზი ან ბელგიური ნაგაზის მეტისი.
ჯიში: ბელგიური ნაგაზი ან ბელგიური ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: შავი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია წითელი საყელური და საბელი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 15 სექტემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია