დაკარგული ალაბაი ან ალაბაის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ჩეჩელაშვილის ქუჩიდან (კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ალაბაი ან ალაბაის მეტისი.
ჯიში: ალაბაი ან ალაბაის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ჩალისფერი, თეთრი გულით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 20 სექტემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია