დაკარგული იაგდტერიერი ან იაგდტერიერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში სადგურის მოედნის მეტროს მიმდებარე ტეროტორიიდან (ნაძალადევი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული იაგდტერიერი ან იაგდტერიერის მეტისი.
ჯიში: იაგდტერიერი ან იაგდტერიერის მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი, წითურში
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 13 ოქტომბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია