დაკარგული ბურბული ან ბურბულის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მზიურის პარკის შიდა ტერიტორიიდან (ვაკის რაიონი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ბურბული ან ბურბულის მეტისი.
ჯიში: ბურბული ან ბურბულის მეტისი
ასაკი: 3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: წითური
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია წითელი საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 15 ოქტომბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია